თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე - ირაკლი კობახიძე
თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე.
„რამდენიმე ძირითადი შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და თურქმენეთს შორის ძლიერი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებაზე", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
10.08.2026.13:08
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.