თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში l ირაკლი კობახიძე
მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმავოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
„ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმავოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას l ირაკლი კობახიძე
17.07.2026.12:08
თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით.
„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და განათლების მიმართულებით პარტნიორობასაც.
განვიხილეთ საერთაშორისო და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და გამოვთქვით მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ურთიერთქმედება ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.