უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხისა და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ - ბიძინა ივანიშვილი
უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია, ამისი მაგალითები უამრავია მსოფლიოში, ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ დღეს 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი - „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს სურვილი აქვს მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, ამის მსგავსი ძალა მეორე გარეთ აღარ ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს. მეორეა ეს ძალა, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია გარედან, რომ როგორმე ამათ ისევ დაიბრუნონ ხელისუფლება და ქვეყანა გარედან სურვილების შესატყვისად ამუშაონ, ამ სურვილების შესატყვისობაში დღეს საქართველო აღარ გვექნებოდა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ივანიშვილის განცხადებით, როგორც კი ოპოზიციური ძალა დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგანაც არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს.
„როგორც კი, ეს ძალა გაიწევა უამრავი ოპონენტი გაუჩნდება ქართულ ოცნებას და მე ამ დღეს ველოდები ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს, კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება, მუდამ ვებრძვით რომ როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ და არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა, „ქართული ოცნება“ რომელიც, რომ იტყვიან, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც, მოდის ბოროტი ძალა ენერგია არ იშრიტება იმიტომ, რომ უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მან ხორავას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა იმის საილუსტრაციოდ, რამდენად სახიფათოა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკაში დატოვება.
„არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ, გავჩერდეთ და ტელევიზიის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, არც ჩვენ გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვიღებთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს ან იმის მსგავსი „ნაცები“, რაც მაშინ იყვნენ და გვახსოვს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი, თუ არ მოკვეთე სიმსივნე - ის გავრცელდება, არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა.
აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი და მაშინვე სიტუაცია აფეთქდება, აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე და ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. აი ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ, რომ გვაქვს მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა გახსოვთ და ჩვენც თითქმის მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
06.07.2026.17:53
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.