მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე | პაატა კვიჟინაძე

news image
mbc image

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რა სხვაობაა კონკრეტული პროდუქციის მაღაზიის მიერ მწარმოებლისგან შესყიდულ ფასსა და მაღაზიის მიერ ამ პროდუქტის გასაყიდ ფასს შორის.

კვიჟინაძის თქმით, პროდუქციის ყიდვისას, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ერთ მხარეს წარმოებისთვის საჭირო 60 პროცენტია, ხოლო, მეორე მხარეს დაახლოებით 40 პროცენტი, რაც საჭიროა პროდუქტის მომხმარებლამდე მისასვლელად.

"მარტივი შეკითხვაა: თქვენ გაქვთ ფასი, რომლითაც გინდათ გაყიდოთ, დავივიწყოთ მაღაზია - გაქვთ ფასი, მაგალითად, 6 ლარი და 40 თეთრი, რომლითაც მზად ხართ გაყიდოთ. შემდეგ რომელიღაც მაღაზიას დაელაპარაკეთ, წაიღო ამ ფასად თუ სხვა ფასად და აღმოჩნდა, რომ იქ ეს იყიდება 11 ლარად, ამათ შორის რა არის სხვაობა, ამას ვკითხულობ. გამოდის თითქმის, ნახევარი.

ეს მაინტერესებს, იმიტომ, რომ მომხმარებელი როცა ყიდულობს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არის ერთ მხარეს 60 %, რომელიც მართლა წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს რაღაც ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება - 40 % დაახლოებით ჯდება რომ ეს ყველაფერი მივიდეს მომხმარებლამდე. დანარჩენი, ტექნიკური საკითხებია, "ქეშბექით" დაბრუნდება თუ რა სახით დაბრუნდება." - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება - პაატა კვიჟინაძე

11.11.2026.17:19

„სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.

თანამომხსენებელმა, პაატა კვიჟინაძემ, ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ, დეტალურად განმარტა, სად და როგორ დაიხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი. მისი თქმით, რომ არა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის გაზრდა ვერ მოხერხდებოდა.

„2026 წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტი 3.2 მილიარდი ლარით იზრდება, თუ არ გავითვალისწინებთ ევრობონდების რეფინანსირებას. ხშირად კითხულობენ, თუ რას გვაძლევს ეს ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა ბიუჯეტი 3 მილიარდ 200 მილიონი ლარით. რომ არ ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოში იქნებოდა ის, რაც ახლა საფრანგეთსა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება.

2027 წლის ბიუჯეტში სოციალური გასაცემი თანხები ასე ნაწილდება: პენსიები - 685 მილიონი ლარი, პენსიასთან გათანაბრებული შშმ პირები, მაღალმთიან რეგიონებში პენსიები და დაგროვებითი საპენსიო სისტემა - 60 მილიონი ლარი. სულ საპენსიო მიმართულებით 834 მილიონი ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში ზრდა 700 მილიონი ლარია. ეს ზრდა ძირითადად შეეხება ძალოვან უწყებებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე 155 მილიონი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე - 243 მილიონი ლარი, მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვაზე - 34.5 მილიონი ლარი. სულ ამ მიმართულებებზე მილიარდ 965 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გარდა ამისა, ასევე სოციალური მიმართულებით მიიმართება სხვა თანხები. მაგალითად, საავადმყოფოების მშენებლობა 65 მილიონი ლარით დაფინანსდება, უმაღლესი განათლება - 70 მილიონი ლარით, სპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურა - 165 მილიონი ლარით. ეს დამატებით კიდევ 300 მილიონ ლარამდეა.

ბიუჯეტის დამატებული რესურსის დაახლოებით 70% პირდაპირ სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება. დანარჩენი 30% ისევ საზოგადოების საჭიროებებზე ნაწილდება. მაგალითად, რკინიგზის განვითარება დაფინანსდება 250 მილიონი ლარით, საგზაო ინფრასტრუქტურის მომსახურება და გაუმჯობესება 133 მილიონი ლარით, აგრარული პროგრამები - 70 მილიონი ლარით, მელიორაცია - 70 მილიონი ლარით, გაზის საბადოების კვლევა-ძიება - 90.3 მილიონი ლარით", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი და გადამუშავებული ვარიანტები განიხილა. სხვადასხვა მიმართულებით გაიცა 25 რეკომენდაცია. ეს შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ მიმართულებებს, თავდაცვას და ასე შემდეგ. მისი თქმით, მთავრობამ სრულად გაითვალისწინა 20 რეკომენდაცია, 5 - ნაწილობრივ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა