ვალდებულებები დადგენილ ვადებში შესრულდება და ჩვენ ვართ მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში - ილია დარჩიაშვილი
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დამსახურებულ გადაწყვეტილებაზე და დამსახურებულ დამოკიდებულებაზე, ჩვენი მსგავსი პოზიციონირება გამომდინარეობს იმ კონკრეტული შედეგებით, რომლებიც ქვეყანას აქვს, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, იმ კონკრეტული გატარებული რეფორმებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, რომლის შედეგები თვალნათელი და ხილულია ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სწორედ აქედან მომდინარეობს დამოკიდებულება და პოზიციონირება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარდა დამსახურებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ იმ დიდ, გლობალურ ჭრილში შეხედონ ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რადგან ერთიანობა, ევროკავშირის მომავალი სწორედ ამ ერთიანობაში მდგომარეობს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს შესახებ, ეს არის ევროკავშირის მომავალიც, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის მომავალიც და სწორედ ამ ჭრილში გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შეხედონ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ის იმპულსები, რომლებიც დღეს არის, არის ძალიან დამაიმედებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ რეფორმები მომავალში გაგრძელდეს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენც, მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც. ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, რა თქმა უნდა, დადგენილ ვადებში შესრულდება და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში. ეს არის ჩვენი შინაგანი განცდა და ეს განცდაც დაფუძნებულია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.