მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში l ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

„დაახლოებით 2 წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ჰქონდა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ძალისხმევითაც თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

10.09.2026.18:03

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. 

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და კომისიის სრულ შემადგენლობასთან გამართა. ცესკოს თავმჯდომარე დეტალურად გაეცნო შუალედური არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების სწორად და თანმიმდევრულად განხორციელებაზე, ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხზე და საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საოლქო და საუბნო დონეზე არსებული მზადყოფნის შეფასებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, 3 ოქტომბრის არჩევნები, ისევე როგორც ყველა სხვა შუალედური თუ საერთო არჩევნები, მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდება და თითოეულმა საარჩევნო ადმინისტრატორმა საკუთარი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.

სამუშაო შეხვედრას ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ასევე ესწრებოდა ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და რეგიონული კოორდინატორი ზვიად თენეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა