ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ელექტროსისტემაში - უამრავი თანხა დაიზოგა, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა მასთან დაკავშირებით | პრემიერი
მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით - უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული.
„ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
10.08.2026.13:08
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ყურადღება დაეთმო 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხუთწლიანი ჩარჩო-შეთანხმება, ერთი მხრივ, ეროვნულ პრიორიტეტებს ეფუძნება, ხოლო, მეორე მხრივ, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ასახავს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების სააგენტოების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და თანმიმდევრული რეფორმების განხორციელებას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.