ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება მყისიერად ხდება. მისი თქმით, არცერთი პრობლემა არ რჩება ყურადღების მიღმა.
„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ თბილისი იქნება თუ მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქი, თუ ქალაქი, ის ცოცხალი ორგანიზმია. ყველგან არის პრობლემები, მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დღეს დედაქალაქში უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია.
რაც შეეხება უხვ ნალექს, ეს პრობლემა ბუნების კანონიდან გამომდინარე არსებობს და ასეთ საკითხებს მყისიერად სჭირდება რეაგირება, რაც ხდება კიდეც.
მე დავეთანხმები დედაქალაქის მერს, რომ თბილისზე ზრუნვა არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის საქმე. ჩვენ ყველამ უნდა მოუაროთ ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
26.08.2026.13:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება.