მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორივე ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის.

„ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ამ შემთხვევაში, ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება სწორედ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე განვიხილოთ პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში," განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიზიტის ფარგლებში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ვიეტნამიდან ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა