ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს ისეთი ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელსაც პრობლემური სიტუაციების ადრეული ამოცნობის მექანიზმები აქვს და შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა - პაატა სალია
ვმუშაობთ იმაზე, რომ პენიტენციურ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა მოხდეს, რომელიც ადრეული შეტყობინების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო განვითარება, დახვეწა და ახალი სისტემების დანერგვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მოგეხსენებათ, დღეს არის მოძველებული სისტემა. როდესაც ადამიანები სხედან და ათვალიერებენ მონიტორებზე სამეთვალყურეო კამერის მიერ გადმოცემულ მონაცემებს, შეიძლება ვერ მოხდეს დროული რეაგირება და ა.შ. ეს ადამიანურ შეცდომებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემაში დავნერგოთ პრობლემური სიტუაციების ადრეული ამოცნობის მექანიზმები. დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში ინერგება მსგავსი სისტემები და ჩვენც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან არაერთი შეხვედრა გვქონია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი იყო, თუ როგორ გავაუმჯობესოთ პენიტენციური სისტემის მუშაობა. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი არის პენიტენციური სისტემის კიდევ უფრო განვითარება, დახვეწა და ისეთი სისტემების დანერგვა, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დაცული იყოს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სხვა სიახლეები

29.10.2026.11:11