ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე და ვახდენთ ამ რეგულაციების ადაპტირებას ისე, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს ამოცანა, უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი, რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს იყოს დაკმაყოფილებული - ლევან ვეფხვაძე
ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე და ვახდენთ ამ რეგულაციების ადაპტირებას ისე, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს ამოცანა, უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი, რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს იყოს დაკმაყოფილებული - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.
„შრომითმა მიგრაციამ გარკვეული ტიპის შეზღუდვა შექმნა. შეზღუდვა როგორი თემაა იცი რომ შეზღუდვაში შეიძლება იყოს პრობლემაც და შეიძლება იყოს შესაძლებლობაც იმიტომ რომ ერთის მხრივ, იყო პერიოდი როდესაც კონკრეტული კვალიფიკაციის მიგრანტების შემოყვანა ზოგადად გაჩერებული იყო და ძალიან რთული იყო მათი ლეგალური დასაქმება. დღეს გვაქვს ჩარჩო და ამ ჩარჩოში შეიძლება ლეგალური დასაქმება ანუ ის რომ ჩარჩო არსებობს, ის რომ მოწესრიგდა ცხადია უკვე ძალიან სწორი, კარგი მიდგომაა იმიტომ სახელმწიფოს თავისი ლეგიტიმური ინტერესი აქვს. აქ ლეგიტიმურ ინტერესში შემოდის უსაფრთხოება, შემოდის შრომის ბაზრის დაცვა და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზნესისთვის მთავარია რომ მისი დაწყებული პროექტები არ შეფერხდეს. აი ამ ჩარჩოს გაჩენა აჩენს ლეგიტიმურ საფუძველს იმისათვის რომ ბიზნესმა და სახელმწიფომ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოიგვარონ ანუ სახელმწიფომ თავისი ინტერესი დაიცვას და მეორეს მხრივ ბიზნესმა მოახერხოს ის დეფიციტი, რომელიც მას აქვს შრომით კადრებთან დაკავშირებით დაიკმაყოფილოს. ახადია როდესაც ეს პროცესი დაიწყო ძალიან მკაცრი, ზედმეტად მკაცრი იყო მიდგომები. ჩვენ ვნახეთ ეს როცა პირველი მარტიდან ამოქმედდა. სახელმწიფოც დარწმუნდა რომ ეს ზედმეტად მკაცრია. ახლა არის სწორედ ის პერიოდი როცა ჩვენ ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ და გარკვეულწილად ვახდენთ იმგვარად ადაპტირებას ამ რეგულაციების რომ ერთის მხრივ A- სახელმწიფოს ამოცანა რომელიც მას აქვს უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და B - მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი და სურვილი რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს ესეც იყოს დაკმაყოფილებული. მათ შორის, გუშინ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებთან და მე ვფიქრობ, რომ კომპანიების მხრიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა. ეს რეფორმა რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს არ ნიშნავს რომ დასრულებულია. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გვექნება ბევრი შეხვედრა, საუბარი, დიალოგი სწორედ იმისათვის რომ თუკი რამე კიდე ცხოვრება რასაც გვაჩვენებს საჭიროებს დამუშავებას ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ და მივიყვანოთ ბოლომდე“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.