მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე და ვახდენთ ამ რეგულაციების ადაპტირებას ისე, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს ამოცანა, უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი, რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს იყოს დაკმაყოფილებული - ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე  და ვახდენთ ამ რეგულაციების ადაპტირებას ისე, რომ ერთის მხრივ სახელმწიფოს ამოცანა,  უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი, რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს იყოს დაკმაყოფილებული - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.

შრომითმა მიგრაციამ გარკვეული ტიპის შეზღუდვა შექმნა. შეზღუდვა როგორი თემაა იცი რომ შეზღუდვაში შეიძლება იყოს პრობლემაც და შეიძლება იყოს შესაძლებლობაც იმიტომ რომ  ერთის მხრივ, იყო პერიოდი როდესაც კონკრეტული კვალიფიკაციის მიგრანტების შემოყვანა ზოგადად გაჩერებული იყო და ძალიან რთული იყო მათი ლეგალური დასაქმება. დღეს გვაქვს ჩარჩო და ამ ჩარჩოში შეიძლება ლეგალური დასაქმება ანუ ის რომ ჩარჩო არსებობს, ის რომ მოწესრიგდა ცხადია უკვე ძალიან სწორი, კარგი მიდგომაა იმიტომ სახელმწიფოს თავისი ლეგიტიმური ინტერესი აქვს. აქ ლეგიტიმურ ინტერესში  შემოდის უსაფრთხოება, შემოდის შრომის ბაზრის დაცვა და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზნესისთვის მთავარია რომ მისი დაწყებული პროექტები არ შეფერხდეს. აი ამ ჩარჩოს გაჩენა აჩენს ლეგიტიმურ საფუძველს იმისათვის რომ ბიზნესმა და სახელმწიფომ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოიგვარონ ანუ სახელმწიფომ თავისი ინტერესი დაიცვას და მეორეს მხრივ ბიზნესმა მოახერხოს ის დეფიციტი, რომელიც მას აქვს შრომით კადრებთან დაკავშირებით დაიკმაყოფილოს. ახადია როდესაც ეს პროცესი დაიწყო ძალიან მკაცრი, ზედმეტად მკაცრი იყო მიდგომები. ჩვენ ვნახეთ ეს როცა პირველი მარტიდან ამოქმედდა. სახელმწიფოც დარწმუნდა რომ ეს ზედმეტად მკაცრია. ახლა არის სწორედ ის პერიოდი როცა ჩვენ ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ყველა დეტალს გავდივართ და გარკვეულწილად ვახდენთ იმგვარად ადაპტირებას ამ რეგულაციების რომ ერთის მხრივ A- სახელმწიფოს ამოცანა რომელიც მას აქვს უსაფრთხოების ნაწილში იყოს დაცული და B - მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესი და სურვილი რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მზარდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მათ შორის, მიგრანტების ნაწილში და პროექტები არ გაუჩერდეს ესეც იყოს დაკმაყოფილებული. მათ შორის, გუშინ იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებთან და მე ვფიქრობ, რომ კომპანიების მხრიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი დაისვა. ეს რეფორმა რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს არ ნიშნავს რომ დასრულებულია. მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გვექნება ბევრი შეხვედრა, საუბარი, დიალოგი სწორედ იმისათვის რომ თუკი რამე კიდე ცხოვრება რასაც გვაჩვენებს საჭიროებს დამუშავებას ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ და მივიყვანოთ ბოლომდე“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

14.09.2026.16:14

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებების პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ამ თემებს უკავშირდება.

ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილებს და ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოდიან. ძალიან პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდა. საკმაოდ კონსტრუქციული იყო ამ განხილვისას ოპოზიციის ჩართულობაც. ჩვენ აქცენტები ჰუმანიტარულ ასპექტზე გადავიტანეთ - მთლიანად სახელმწიფოსა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიდ ძალისხმევაზე ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებისა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.

ის რეკომენდაციები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ, საშუალებას მოგვცემს, უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს და ის შეფერხება, რაც ამ კუთხით არსებობს, დაიძლიოს. ეს შეხვედრა ძალიან ბევრი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის წინაპირობა გახდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა