ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს l მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
„შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
შეერთებული შტატები საქართველოს საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში მეტი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
26.05.2026.11:02
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას", - აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის მისალოც წერილში.