ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციის დღე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. მისივე თქმით, დამოუკიდებლობას, რომელსაც წინაპრები სიცოცხლის ფასად იცავდნენ ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.
“ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რაც უდიდესი მონაპოვარია და მას განმტკიცება ყოველდღიურად სჭირდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, გვახსოვდეს ისტორიული მემკვიდრეობა, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა და შევინარჩუნოთ თავისუფალი და ძლიერი საქართველო. დიდება გმირებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
11.11.2026.13:13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.
11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.