მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის 2026 წლის წლის ბიუჯეტის ზრდას მიესალმა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის 2026 წლის წლის ბიუჯეტის ზრდას მიესალმა.

„გამორჩეული დღე გვაქვს დედაქალაქში - 300 მილიონით მოიმატა ქალაქის ბიუჯეტმა. სწორედ ჩვენი მშვიდობიანი განვითარება გვაძლევს ბიუჯეტის ზრდის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და მოდერნიზების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ზურაბ ჩიკვილაძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ მიერ წამოყენებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, დაგვიდასტურა, რომ, სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერი კიდევ არის დარჩენილი მსგავსი დასახელების ქუჩები. ვიცი, რომ კომისია ამაზე იმსჯელებს და საკრებულო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ბოლშევიზმთან დაკავშირებული ჩვენი ისტორია ხომ ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკულია. ტრაგიკული იყო ჩვენი გასაბჭოება 1921 წელს, რაც სწორედ ღოღობერიძის მსგავსი ქართველი ბოლშევიკების - მახარაძის, ორჯონიკიძის - დახმარებით მოხდა“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია

07.08.2026.16:57

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა