მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზურაბ ქადაგიძე: თუ ნათია თურნავას ბანკში მისვლამდე თანამშრომელთა წასვლა ნორმალური იყო, ახლა რატომ არის არანორმალური და უჩვეულო?

news image
mbc image

“საბოტაჟნიკების” ჯგუფს ავანგარდში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა კონსტიტუციური ინსტიტუტის წინააღმდეგ, როცა ჯერ საკუთარი წარდგენილი კანდიდატების უკან გამოწვევა სცადა და შემდეგ ამ კანდიდატებზე ზეწოლა მოახდინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს. ის “საბოტაჟნიკებსაც” მიმართავს და სისტემიდან ერთიანი წასვლისკენ მოუწოდებს.

„ძალიან მოკლედ მინდა ერთ თემაზე დავწერო:

სექტემბერში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, ამოქმედა კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა ჩამოეშალათ ინსტიტუტი.

“საბოტაჟნიკების” ჯგუფს ავანგარდში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პირდაპირ გაილაშქრა კონსტიტუციური ინსტიტუტის წინააღმდეგ, როცა ჯერ საკუთარი წარდგენილი კანდიდატების უკან გამოწვევა სცადა და შემდეგ ამ კანდიდატებზე ზეწოლა მოახდინა. აქაც და უკვე მერამდენედ, კონსტიტუციის დაცვის გარანტი, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკისგან, კონსტიტუციის დარღვევას ითხოვდა!

რა მოხდებოდა ეს გეგმა, რომ შესრულებულიყო?

• უკონტროლო ინფლაცია

• საბანკო სექტორის კრიზისი

• საფინანსო ინსტიტუტების მოშლა

• სოციალური კატასტროფა

და ა.შ

ეს ყველაფერი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო სოციალური ბუნტის მოსაწყობად და სამოქალაქო დაპირისპირებისათვის, თუმცა მათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ!

ამიტომაც,

გადავიდნენ გეგმა ბ-ზე:

როგორც სექტემბრამდე პერიოდში, ზოგიერთი თანამშრომელი აპირებს სამსახურიდან წასვლას და "დაინტერესებული" მედია საშუალებები ავითარებენ “ნარატივს”

-ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება ხდება, არის საკადრო ჩავარდნები და ეროვნული ბანკი საფრთხეშია.

ანუ, რაც ვერ მოახერხეს ერთი ხელმოსმით, მცდელობაა ნელ-ნელა მოახდინონ...

სინამდვილეში რა ხდება და რა მდგომარეობაა:

ეროვნულ ბანკში, როგორც პრესა აღნიშნავს, 600-მდე თანამშრომელი მუშაობს.

ასევე, ყოველწლიურად ბევრი თანამშრომელი იღებს შემოთავაზებებს კერძო თუ საერთაშორისო მაღალანაზღაურებადი ორგანიზაციებიდან და შესაბამისად, ზოგიერთი მიდის.

ეს ჩვეულებრივი პროცესია ისეთი, როგორიც 2022 წელს(40-მდე თანამშრომელმა დატოვა)

და ისეთი, როგორიც 2023 წლის დასაწყისში, როდესაც ეროვნული ბანკის ხუთმა წამყავნი დეპარტამენტის უფროსმა დატოვა თანამდებობა.

ანუ, მანამდე სანამ ნათია თურნავა მივიდოდა ბანკში. და თუ კი გადინების პროცესი ნორმალური იყო მაშინ, ახლა რაიმე პრობლემაა?

არა, პრობლემა სხვა რამეშია- ახლა მცდელობაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკური კომპონენტით გააჯერონ, სექტემბრის მოვლენებს დაუკავშირონ და ინსტიტუციას წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ....

ხან თანამშრომლის მიერ განცხადების პროტესტის ნიშნით დაწერით და ხან უკვე წასასვლელად გამზადებული თანამშრომლის საქმის წამოწევით, რომელსაც პარტიული მედიებით პროპაგანდირებენ.

ისე წამსვლელ “საბოტაჟნიკებს” მოგმართავთ-იქნებ გეყოთ გამბედაობა და ერთიანად წახვიდეთ სისტემიდან.

ასე, ნაწილ-ნაწილ და

წია-წიად სიარული ცოტა სამარცხვინოა.

თან ზოგი, რომ შვებულებაში ხართ და ზოგი ნოემბრამდე იხვეწებით დარჩენას, ხელფასის მოლოდინში…

ცოტა ღირსეულები იყავით და შესაბამისად მოიქეცით.

მოკლედ, როცა სოციალური ქარიშხალი ვერ გამოიწვიეს საზოგადოებაში, ჭიქაში დაიწყეს ატეხვა, რადგან სხვა გზა და გამოსავალი აღარ დარჩათ.

სახელმწიფო და მისი საფინანსო ინსტიტუტები კი აგრძელებენ მუშაობას, რაც 5 მილიარდი ლარით გაზრდილი ბიუჯეტითა და ეკონომიკის პოზიტიური დინამიკა/მდგრადობით გამოიხატება.

ასე,რომ-

“ფინიტა ლა კომედია!”, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

29.11.2026.17:37

2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა