მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

ირაკლი გაბრიაძე | საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნის მიზნები, ახალი მანდატი და შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის

news image
mbc image

#ბიზნესინსაიდერისაქართველო-ს სტუმარი ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნის მიზნები, ახალი მანდატი და შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის

ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები

სტრატეგიული საინვესტიციო პროექტები, პრიორიტეტული სექტორები და ინვესტორებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

კორპორაციის განვითარების სტრატეგია, სამომავლო გეგმები და მოსალოდნელი შედეგები

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

შაინენერჯი
image რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა Astronergy-ს მზის ელექტროსადგურებს - „შაინ ენერჯის“ დამფუძნებლის განმარტება

13.11.2024.00:00

მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯის“ სანდო პარტნიორი Astronergy EUPD Research-ის მიერ კვლავ TOP Brand PV Germany 2024 და TOP Brand PV Italy 2024 ტიტულით დაჯილდოვდა.

როგორც Business Insider Georgia-სთან „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია აცხადებს, Astronergy ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მოდულის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

„ჩვენთვის, როგორც მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის მოდულის ხარისხი, რომელზეც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ძალიან გვიხარია, რომ ისეთ ბრენდზე გავაკეთეთ არჩევანი და ვართ  წარმომადგენლები, რომელსაც როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს. Astronergy-ს ნებისმიერი ტიპის ჯილდო, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ხარისხის და რეპუტაციის საიმედოობაში“, - ამბობს გადელია.

 „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რასაც ნინა გადელია ორი მთავარი მიზეზით ხსნის.

„პირველი, ეს არის ის, რომ მზის მოდულის ღირებულება  შემცირებულია. მეორე, საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია, ყველამ იცის მზის ელექტროსადგურის ბენეფიტის შესახებ; მათ ასევე უკვე იციან, რა სხვაობაა პანელებს შორის, რომელი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რა ტექნიკური მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს  და ა.შ

ამ პროცესში, ცხადია, რომ საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი, შესაბამისად, მათ აქვთ სპეციალური სია, რომლის ფარგლებშიც რიგ მოდულებს აფინანსებენ, რიგ მოდულებს - არა. ძალიან სასიხარულოა, რომ Astronergy როგორც ქართული, ისე უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ყველა მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.

სრულად პროექტის შესრულების მიღმა, ჩვენ ასევე მომხმარებელს ცალკეულად მოდულის შესყიდვასაც ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს რესურსი - ადგილზე შეიძინოს ყველა დაინტერესებულმა პირმა მზის პანელი და არ ელოდოს თვეობით“, აცხადებს ნინა გადელია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა