საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა
პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოძრავებს და ფინანსური განათლების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას, მათ შორის, რეგიონულ ცენტრებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს მიაწვდის, სადაც საგანმანათლებლო რესურსებსა და ტრენინგებზე წვდომა ხშირად შეზღუდულია
ბაზისბანკისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu - ფინედუსთან
გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი
ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
სხვა სიახლეები
13.11.2024.00:00
მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯის“ სანდო პარტნიორი Astronergy EUPD Research-ის მიერ კვლავ TOP Brand PV Germany 2024 და TOP Brand PV Italy 2024 ტიტულით დაჯილდოვდა.
როგორც Business Insider Georgia-სთან „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ნინა გადელია აცხადებს, Astronergy ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მოდულის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.
„ჩვენთვის, როგორც მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის მოდულის ხარისხი, რომელზეც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ძალიან გვიხარია, რომ ისეთ ბრენდზე გავაკეთეთ არჩევანი და ვართ წარმომადგენლები, რომელსაც როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება აქვს. Astronergy-ს ნებისმიერი ტიპის ჯილდო, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ხარისხის და რეპუტაციის საიმედოობაში“, - ამბობს გადელია.
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, რასაც ნინა გადელია ორი მთავარი მიზეზით ხსნის.
„პირველი, ეს არის ის, რომ მზის მოდულის ღირებულება შემცირებულია. მეორე, საზოგადოებაში ცნობიერება გაზრდილია, ყველამ იცის მზის ელექტროსადგურის ბენეფიტის შესახებ; მათ ასევე უკვე იციან, რა სხვაობაა პანელებს შორის, რომელი ტექნოლოგიით უნდა იყოს დამზადებული, რა ტექნიკური მახასიათებლებით უნდა გამოირჩეოდეს და ა.შ
ამ პროცესში, ცხადია, რომ საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი, შესაბამისად, მათ აქვთ სპეციალური სია, რომლის ფარგლებშიც რიგ მოდულებს აფინანსებენ, რიგ მოდულებს - არა. ძალიან სასიხარულოა, რომ Astronergy როგორც ქართული, ისე უცხოური საფინანსო ინსტიტუტების ყველა მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.
სრულად პროექტის შესრულების მიღმა, ჩვენ ასევე მომხმარებელს ცალკეულად მოდულის შესყიდვასაც ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს რესურსი - ადგილზე შეიძინოს ყველა დაინტერესებულმა პირმა მზის პანელი და არ ელოდოს თვეობით“, აცხადებს ნინა გადელია.