1 დღე რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისიძიებამდე
თითქმის ყველაფერი მზად არის. პავილიონები აწყობილია. საკონფერენციო ზონებში აუდიო და ვიზუალური ტექ. შემოწმება დასრულებულია. არტ ინსტალაციების დიდი ნაწილი უკვე კედლებზეა განთავსებული. თბილისის აეროპორტმა უკვე მიიღეო არაერთი საერთაშორისო სტუმარი, რომლებიც სულ მალე, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილ სცენებზე წარსდგებიან და 10,000-ზე მეტ სტუმარს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებებს გაუზიარებენ. ეს გლობალ ტექ ვიქენდია – რეგიონის ტექნოლოგიურ ეკოსისტემათა გაერთიანების მისიით დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც 19-21 ივნისს კიდევ ერთხელ ბრუნდება. სანამ ბოლო 24 საათი გავა და გახსნის ცერემონია დაიწყება, გავიხსენოთ რა ელოდებათ სტუმრებს Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე.
სამდღიანი ტექნოლოგიური დღესასწაული
წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც შეძლებთ მოისმინოთ მსოფლიოში სახელგანთქმული პროექტების მიღმა მდგომი ადამიანების მოხსენებები და გაიგოთ როგორია სამუშაო დისციპლინით გამორჩეული პროფესიონალების ყოველდღიური რუტინა. შემდეგ კი სხვა პავილიონში გადაინაცვლოთ და პირადად გაიცნოთ ახალი სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც ჯერ პროექტის განვითარების საწყის კაპიტალს ეძებს, 5 წლის შემდეგ კი შეიძლება სილიკონ ველის წამყვანი ინოვატორი გახდეს - ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ღონისძიებაზე გაცნობილი ინვესტორის დახმარებით. არც ის არის გამორიცხული, რომ მრავალი ნეთვორქინგ ზონიდან რომელიმეში პრემიალური მოდის სახლის მარკეტინგის ხელმძღვანელს შეხვდეთ და 1 წუთიან საუბარში მოასწროთ როგორც როგორც თქვენს პროექტებსა და მიზნებზე მოყოლა, ისე საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა მასთან. გლობალ ტექ ვიქენდ თბილისზე მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ ხომ 10,000-ზე მეტი სტუმარი ერთი მიზნის გარშემო იკრიბება – ცოდნის გაზიარება და ადგილობრივი ბიზნეს ლანდშაფტის გარდაქმნა რეგიონში ყველაზე მიმზიდველ ტექნოლოგიური ზონად.
ღონისძიებების სერია 19 ივნისს დაიწყება და 21 ივნისამდე თბილისში, პარტნიორი ორგანიზაციების სივრცეებში გაგრძელდება. აქ თითოეულ დღეს თავის დატვირთვა აქვს და კონკრეტული კონცეფციის ქვეშ არის მოქცეული.
ათობით ღონისძიება მხოლოდ პირველ დღეს
კონფერენციები, ვორქშოფები, დახურული სამუშაო შეხვედრები და ლექციები - 19 ივნისის დატვირთული პროგრამა სხვადასხვა მიმართულების შეხვედრას მოიცავს.
,,მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არაერთი დიდი ზომის საღონისძიებო სივრცეა, 19 ივნისს მაინც არ გვინდოდა ყველა აქტივობის ერთ სივრცეში ლოკალიზება. გვსურს ჩვენმა საერთაშორისო სტუმრებმა პირველ დღეს GTWT-ს პარალელურად ქალაქში მოძრაობა და მისი დათვალიერებაც შეძლონ, რათა კარგად შეაფასონ ლოკალური კონტექსტები და აქ მიღებული გამოცდილება სიღრმისეულად აღიბეჭდოს მათ მეხსიერებაში. ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეთვისებინა ჩვენი პარტნიორების შემოთავაზებული სივრცეები და იქ გავმასპინძლებოდით სტუმრებს და სპიკერებს. ღონისძიებების ჩასატარებლად საბოლოოდ შეირჩა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, საუნივერსიტეტო ზონები და კულტურული დაწესებულებები.” - გვიყვება ნოდო ივანიძე, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის თანადამფუძნებელი.
მთავარი ღონისძიება მეორე დღეს, Factory Tbilisi-ში გაიმართება
სწორედ ეს არის თარიღი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს – 20 ივნისი, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის Flagship ღონისძიების დღე.
150-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი და მათი წარმომადგენლები, 200+ სპიკერი, 300+ ინვესტორი და ათეულობით ნიშური სტარტაპი, კულტურული და გასართობი ზონები და სხვა დანარჩენი ერთ ჭერქვეშ, Factory Tbilisi-ში მოიყრის თავს. ეს ,,კოკა-კოლას” ყოფილი საწარმოს შენობაა, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად არის ქცეული და გლობალ ტექ ვიქენდის მასპინძელია.
სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა, სადაც ხუთი სცენა თემატიკის მიხედვით გადანაწილდება: მომავლის ინოვაციების, ტექნოლოგიების, გლობალური, სტარტაპების და თეატრის სცენა + ვორქშოფის ზონები. სწორედ ამ სცენებზე მოისმენთ მეტას, გუგლის, დოლჩე და გაბანას და სხვა სახელგანთქმული ბრენდების სპიკერებს, ადგილობრივ პროფესიონალებს და მეწარმეებს, წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს და მათი გუნდის წევრებს. გამომსვლელთა სრული სიის და პროგრამის ნახვა შეგიძლიათ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კულტურული გამოცდილებები და არაფორმალური შეხვედრები – 21 ივნისი
ორ დღიანი უწყვეტი ინფორმაციული მიმოცვლა და დამღლელი სამუშაო აქტივობები კვირას კულტურული გამოცდილებებით დასრულდება. მონაწილეებს შუალედებში შეეძლებათ არაფორმალური გარემოში ბიზნეს შეხვედრები გამართონ, საღამოს კი ყველა სტუმართან ერთად კოქტეილ წვეულებას შეუერთდნენ და გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის წარმატებით ჩატარება იზეიმონ.
თუ მზად ხართ თქვენც შეუერთდეთ რეგიონის მთავარ ტექნოლოგიურ დღესასწაულს, იჩქარეთ ბილეთების შეძენა პლატფორმებზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live
აქვე შეგახსენებთ, რომ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ში მონაწილეობა და მოძრაობის მხარდაჭერა სხვა გზებითაც არის შესაძლებელი, იქნება ეს პარტნიორობა, სასპონსორო შესაძლებლობები და სპიკერად რეგისტაციაც კი. ინფორმაციას შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად გაეცნოთ ან ორგანიზატორებს პირადად დაუკავშირდეთ.
ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება – არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ GTWT 2026-ის ოფიციალური სოც. მედია არხები:
სხვა სიახლეები
1 დღე რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისიძიებამდე
18.06.2026.18:59