მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

1-ელი ივლისის შემდეგ „მაკდონალდსიდან" ბორის პაიჭაძის სტადიონამდე შესაძლებელი იქნება ავტომანქანების გადაადგილება - კახა კალაძე

news image
mbc image

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, „მაკდონალდსიდან"  ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონამდე პირველი ივლისის შემდეგ  შესაძლებელი იქნება ავტომანქანების გადაადგილება.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩის ერთი მხარე, რომელიც დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულებული იქნება. სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს კორპუსების დაერთებები ახალ ქსელზე. "მაკდონალდსიდან" სტადიონამდე ქვედა ფენებში დაგებულია ასფალტი. დიდუბის  ხიდამდე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოში ესეც დასრულებული იქნება. რაც შეეხება „მაკდონალდსიდან" სტადიონამდე მონაკვეთს, პირველი ივლისის შემდეგ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება. თამაშამდე არ გვინდა მოძრაობის  გადალაგება, რადგან ამან  შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს მძღოლებში. საფეხბურთო მატჩის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მონაკვეთის გამოყენება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს.

პროექტის პირველ ეტაპზე,  სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს სტადიონიდან შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს.

ამ დროისთვის, ჩაკეტილ მონაკვეთში თითქმის დასრულებულია გაზის,  წყალმომარაგების, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე მხარეს.

პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო სადენები, ასევე მოეწყობა მიწისქვეშა  ნარჩენშემკრები ურნები. რაც შეეხება მიწისზედა სამუშაოებს, მოეწყობა ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები, გზის სავალ ნაწილზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება  შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა