წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სხვა სიახლეები
საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური
13.08.2026.17:03
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.
აქვე განვმარტავთ, რომ „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.