15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით.
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც
14.08.2026.09:51
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.
„დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი. თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.