მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

16 ქსელი და დაახლოებით 650 შეთავაზება - როგორ ვითარდება ekalata.gov.ge

news image
mbc image

ამ დროისთვის 16 ქსელი გვაქვს წარმოდგენილი, დაახლოებით 650-მდე საუკეთესო შეთავაზებაა სხვადასხვა პროდუქტებზე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„ჩვენი მიზანია, რომ პორტალი ekalata.gov.ge ყველა ქართველი მომხმარებლისთვის, ვისაც სურს ძირითადი საბაზისო პროდუქტების შეძენა და დანაზოგის გაკეთება, გავხადოთ ძალიან პრაქტიკული ყოველდღიურ მოხმარებაში.
პრაქტიკულად, სამი თვეა გასული, რაც ეს პორტალი ჩაეშვა და პორტალზე უკვე შესაძლებელია, რომ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან დიდი წილი აქვს, და 10 არასასურსათო საბაზისო პროდუქტზე მომხმარებელმა აარჩიოს საკუთარი კალათა, ნახოს ლიდერი სავაჭრო ქსელები, აღნიშნული კალათის ღირებულება, სად არის ყველაზე იაფი და, ბოლოს, დამატებული ფუნქციონალით შეარჩიოს მის მდებარეობასთან ყველაზე ახლო მდებარე ლოკაცია.

გარდა ამისა, პორტალი ითვლის დანაზოგს. ეს არის წინასწარი ინფორმირების ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ვიცოდე, სად მივიდე და რა მოცულობის დანაზოგი გავაკეთო.

ამ დროისთვის 16 ქსელი გვაქვს წარმოდგენილი, დაახლოებით 650-მდე საუკეთესო შეთავაზებაა სხვადასხვა პროდუქტებზე და, რაც ყველაზე მთავარია და რაც აჩვენებს, კარგი ილუსტრაციაა კონკურენციის. ძალიან ხშირად იცვლებიან ლიდერები, მათ შორის სასურსათო, არასასურსათო კალათის.

მომხმარებელს შეუძლია თვის ჭრილში დაინახოს ფასების დინამიკაც ყველა პროდუქტზე, რომელიც საიტზეა განთავსებული და დანაზოგს თუ შევხედავთ, მაგალითად, აგვისტოს თვეში ეს იყო სადღაც 2 400 ლარი, ოღონდ პორტალზე განთავსებული ყველა პროდუქტის საბაზისო ფასიდან დაკლებული ფასის ჯამია ეს ყველაფერი.

თუ ამას გავამრავლებთ გაყიდვების მოცულობაზე, ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარია და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად შეუძლია საკუთარი დანაზოგი დათვალოს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტია ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის.

დღევანდელი ციფრი არის უნიკალური მომხმარებლების სადღაც 2 500-დან 4 000-მდე, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ უახლოეს დღეებში აპლიკაციასაც ჩავუშვებთ, იგეგმება... დღესაც შესაძლებელია ეს მობილურში აღნიშნული პორტალის მოხმარება ძალიან კომფორტულად, თუმცა აპლიკაცია ბევრად უფრო პრაქტიკულია. ამის შემდგომ ვეცდებით, რომ ყველა მომხმარებელთან მივიდეთ ძალიან ახლოს და მოვუყვეთ ამ პორტალის პრაქტიკული სარგებლობის შესახებ.

ekalata.gov.ge აგრძელებს განვითარებას და კიდევ ბევრ კარგ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ekalata.gov.ge მომხმარებელს რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს - ირაკლი ლექვინაძე

05.10.2026.10:13

ekalata.gov.ge მომხმარებელს რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„თქვენ იცით, რომ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიის ფარგლებში მარკეტების ქსელებმა დაიწყეს საუკეთესო შეთავაზებების ორგანიზება და შემდგომ ყველაფერი გადმოვიდა ონლაინ სივრცეში. ყველა მარკეტს გააჩნია საკუთარი ონლაინ კაბინეტი და ამ ონლაინ კაბინეტის საშუალებით ისინი აკეთებენ კვირაში, ზოგჯერ რამდენჯერმე, ზოგჯერ ერთხელ ან ორჯერ, საკუთარი საუკეთესო შეთავაზებების ატვირთვას და ეს ძალიან კარგი მექანიზმია.

ისინი უყურებენ კონკურენტის ფასებს და ცდილობენ, ჰქონდეთ სხვებზე უკეთესი შეთავაზება. ეს საიტი ძალიან კარგი მაგალითია, ვირტუალურ სივრცეში შევხედოთ, როგორია კონკურენცია ქსელებს შორის და ეს, რომ მაღალია, ამას აჩვენებს ის, რომ ძალიან ხშირად იცვლება კალათის ლიდერები.

როცა პორტალი ჩავუშვით, 13 სასურსათო პროდუქტის ჯამური ღირებულება იყო 43 ლარი, დღეს 36 ლარია. ანუ იყო 35, იყო 38, იყო 40 - ეს დინამიკა სულ ცვალებადია.

მე ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკულია, ამიტომ მინდა, რომ ყველა მომხმარებელს ვურჩიო, ekalata.gov.ge გახადოს მის ყოველდღიურ მოხმარების რესურსად, იმიტომ, რომ ეს რეალურად იძლევა მათთვის რეალური დანაზოგის გაკეთების საშუალებას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა