მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

18-მეტრიანი ავტობუსები ჯიბეში არ გვიდევს, მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება - კახა კალაძე

news image
mbc image

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ დეპუტატების მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, სატრანსპორტო რეფორმა არის გრძელვადიანი და ამას თბილისის მთავრობა თანმიმდევრულად მიჰყვება.

„2017 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ამ პროცესში დაქირავებული გვყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია, დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები და მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ვახორციელებთ პროექტებს. ბევრი სპეკულაციური განცხადება ისმის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მათ მოვუწოდეთ, რომ თუ რამე არასწორია, გვითხრან რა გავაკეთოთ, რა არის სწორი, თუმცა ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული და შინაარსობრივად სწორი. ჩვენი რეფორმა გრძელვადიანია, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეკონომიკიდან გამომდინარე და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ამისკენ გვქონდეს მიმართული თანხები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კახა კალაძის თქმით, ახალი ავტობუსების ნაწილი თბილისში უკვე შემოსულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში შემოვა.

„2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. მე ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი დარჩენილი რაოდენობაც შემოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ავტობუსებში გადატვირთულობას, თბილისის მერის თქმით, ავტობუსების რაოდენობის ზრდა არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„არასწორია მოსაზრება, რომ თბილისს ცოტა ავტობუსი ემსახურება. ავტობუსების გადატვირთულობას იწვევს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს ან წელს მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს სამუშაოები ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს იმ პირობებში, როდესაც დღეში 650 000-მდე ავტომანქანა გადაადგილდება. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ავტობუსიც აგვიანებს. შესაბამისად, იმატებს მგზავრების რაოდენობაც. ავტობუსი თავის დანიშნულ დროში ვერ მიდის გაჩერებაზე და ხდება მგზავრებით გადავსება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომელიც ქალაქში გადაადგილების გართულებას იწვევს და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი ცდილობს, წლის განმავლობაში, ორზე მეტი მსხვილი პროექტი არ განახორციელოს.  

 

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მხოლოდ ქუჩების შეკეთებით არ შემოვიფარგლოთ. გვინდა, რომ ძირეულად გაკეთდეს კონკრეტული ქუჩები თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. არის გარემოებები, რის გამოც ყველა ქუჩაზე „ბასლეინი“ ჯერ ვერ იხაზება. მაგალითად, იმის გამო, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დადიანის ქუჩაზე საავტობუსო ზოლის დახაზვისგან ჯერ თავს ვიკავებთ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს აღმაშენებლის ხეივნისა და მარშალ გელოვანის გამზირზე. ყველაფერს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ორზე მეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განვახორციელოთ, რათა ქალაქში მეტი დისკომფორტი არ შეიქმნას.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონებისა და მეტროსადგურების სრული განახლება-მოდერნიზება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას და მასში უცხოური სამშენებლო კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიმართულებით გამოწვევა ბევრი გვაქვს. ვხედავთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია რამდენი ხანია გრძელდება.  ვერავინ ვნახეთ, ვინც ამ პროექტს შეასრულებდა. კომპანიებს არც დიდი გამოცდილება აქვთ და თან რისკისგან თავს იკავებენ. ამიტომ, საერთაშორისო ტენდერებს ვაცხადებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმის სრულად განხორციელების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.

„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაა. დღის განმავლობაში, პიკის საათებში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, ხოლო 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000 გადაადგილდებოდა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან სატრანსპორტო რეფორმის მთავარი მიზანი, ეს ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა