18 თებერვალს დღის საათებში, „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს საავტომობილო გზის 281-ე კმ-ზე, (სენაკი-ქვალონის გადასარბენის მე-5 კმ. პკ2-ში) მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის შეკეთებისა და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება. რის გამოც, 2026 წლის 18 თებერვალს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით გადართვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე.
სხვა სიახლეები
აბელ აბესაძე ჟენევაში IGF-ის 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო
19.10.2026.12:54
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.
შეხვედრის მთავარი თემა „ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში“ იყო.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.