მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

19-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ინტენსივობის ნალექია მოსალოდნელი. ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

news image
mbc image

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. 

„19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა საჯარო სამსახურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ახალგაზრდების მომავალზე ზრუნვაა - თინათინ ნიბლოშვილი

18.09.2026.17:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ეხება, კიდევ ერთი დასტურია ახალგაზრდების მომავალზე, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისა ,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გააკეთა.

მისივე განცხადებით, ეს პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ახალი გამოცდილება და გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები.

„პროგრამა მოიცავს ცენტრალურ უწყებებს, სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და საჯარო სტრუქტურებს. დღეისათვის სამი ათასზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. ამ პროცესში ჩართულია თბილისის საკრებულოც. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრმა მსურველმა მოგვმართა და შეავსო განაცხადი. ახალგაზრდების ეს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ოქტომბრის თვიდან მუშაობას მათთან ერთად შევუდგებით“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა და ახალგაზრდებს წარმატება უსურვა.

დღესვე, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიის ინიციატივასაც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღევანდელ სხდომაზე მხარს დავუჭერთ სემესტრული დაფინანსების გაზრდა იქნება და 526 ლარის ნაცვლად ახალგაზრდები ამ სემესტრიდანთბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 1000 ლარამდე გაზრდილ, წამახალისებელ თანხას მიიღებენ“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა