მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები - თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს l „ფონდი ქართუ“

news image
mbc image

თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში, - ნათქვამია ფონდი „ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას.

მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების ოთხი მილიარდ ას ოთხი მილიონ ოთხას ოცდაცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი (4’104'429’484) ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები. 

ამ უპრეცენდენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა ექვსას თხუთმეტი ათას ას სამოცდაოთხი (615’164) პირის ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი (1’387’296 ) ლარის სესხის პატიება.

პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდაოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო.
ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა ორი ათას (2000) ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს (ფიზიკურ პირებს) ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი.

აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.

ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.

„ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.

ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.

ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში", - წერია განცხადებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თრეველფაის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა

25.08.2026.12:50

საქმე მომხმარებლების მიერ კომპანიისგან შეძენილ ტურისტულ პაკეტს შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში კანიე უესტის კონცერტზე დასწრება წარმოადგენდა. კონცერტის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან ტურისტულმა პაკეტმა თავდაპირველი მიზნობრივი დანიშნულება დაკარგა, მომხმარებლებმა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მოვაჭრემ მათ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლების მიერ შეძენილი იყო ტურისტული პაკეტი, რომლის შეთავაზების პირობებიდანაც იკვეთებოდა, რომ კონცერტზე დასწრება ტურისტული მომსახურების არსებით მიზანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ღონისძიების გაუქმებამ გამოიწვია მომხმარებელთა ინტერესის დაკარგვა ტურისტული პაკეტის მიმართ და მათ წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „თრეველფაის" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა