მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წელს ფიქსირებულ ინტერნეტს 1.115 მილიონი აბონენტი ჰყავდა

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.115 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 39.1 ათასი აბონენტით მეტია. აქედან ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3.6%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 4%-ით არის გაზრდილი. 

ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის წლიური ზრდის საშუალო ტემპმა ფიზიკური აბონენტებისთვის 4.3%, ხოლო იურიდიული პირი აბონენტებისთვის - 4.6% შეადგინა.

საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.061 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 37.1 ათასი აბონენტით მეტია. შესაბამისად, გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების სიმკვრივე შინამეურნეობებშიც, რაც 2022 წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა და 95.7%-ს გაუტოლდა.

კომპანიების მიხედვით, 2023 წელს ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი კვლავ „მაგთიკომზე" მოდიოდა და 508 ათასს შეადგენდა, რაც, წინა წელთან შედარებით 11.7 ათასი აბონენტით მეტი იყო. „სილქნეტის" შემთხვევაში კი, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 14.3 ათასით აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა და 322 ათასი შეადგინა. „ახალი ქსელების ჯგუფს", 2022-თან შედარებით 4 ათასი აბონენტით მეტი ჰყავდა და 2023-ში 64 ათასს შეადგენდა. „სქაიტელისთვის" კი აბონენტების რაოდენობა 3 ათასით გაიზარდა და 58 ათასს გაუტოლდა.

რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის იურიდიული პირი აბონენტების განაწილებას კომპანიების მიხედვით, ამ შემთხვევაში აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა - 23 ათასი „სილქნეტს" ჰყავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 ათასით არის გაზრდილი. ათასი აბონენტით გაიზარდა „მაგთიკომის" იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა და 16 ათასი შეადგინა. ხოლო, რაც შეეხება „სქაიტელსა" და „ახალი ქსელების ჯგუფს", მათთვის აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა და როგორც 2022, ისე 2023 წლებში 6 ათასსა და 3 ათასს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და მისი წლიური ზრდის ტემპი 6.6%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, აღნიშნული ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა 46 ათასი აბონენტით გაიზარდა და 996 ათასს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, მხოლოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 2022 წელთან შედარებით, რისი მიზეზიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ინტერნეტ მომსახურების ქსელის განვითარება და შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობის ზრდაა.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი ფიქსირებულ უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიას უჭირავს, რომლის აბონენტების რაოდენობამ 2022 წელთან შედარებით, 2 ათასით შემცირდა და 100 ათასი შეადგინა. კლებადია ფიქსირებული LTE და xDSL ტექნოლოგიების ტენდენციაც, რომელთა აბონენტების რაოდენობამაც 2 და 3 ათასით დაიკლეს და 4 ათასი და 15 ათასი შეადგინეს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია აბონენტებს სთავაზობს უფრო სწრაფ ინტერნეტს, უფრო დიდ გამტარობასა და დაბალ დაყოვნებას, შესაბამისად ავტორიზებული პირები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოძველებული და შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ჩაანაცვლონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა Starlink-ის მაღალი სიჩქარის სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტი. ეს ტექნოლოგია კი განსაკუთრებით საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში და იმ დასახლებებშია, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. დღეის მონაცემებით, Starlink-ს საქართველოში 24 იურიდიული პირი აბონენტი და 467 ფიზიკური პირი აბონენტი ჰყავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა