მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

news image
mbc image

2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გამოყენებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

22.10.2026.19:41

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.

პროექტის ფარგლებში მოხისის და საყულიის სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ორივე სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა