მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია

news image
mbc image

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები უკვე ცნობილია. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მარტის თვიდან მიმდინარეობს და მასში 92 გუნდმა და 392 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების, მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზება. 
 

წელს, საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, კონკურსში მონაწილე 92-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, შემდეგ მიმართულებებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.) და რობოტექნიკა.

კონკურსანტების პროექტები შეაფასა დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ და შეარჩია 29 ნახევარფინალისტი გუნდი.

13-14 ივნისს გაიმართა ჟიურის შეხვედრა ნახევარფინალისტებთან და პროექტების წარდგენა, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი ფინალისტი გუნდები:

  1. MARINEGUARD - სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
  2. DIDOSTATI - ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა
  3. GIRLS IN AGRO- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლა
  4. STARFISH - სსიპ ქ. ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა
  5. BEES –სსიპ ვლადიმერ კომაროვის   ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლა
  6. კარლსონი -სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42-ე  საჯარო სკოლა
  7. PEST PATROL - შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა
  8. ანაბასისი - სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი
  9. CREEN TECH  - სსიპ ბაღდათის #2 საჯარო სკოლა
  10. BI-STABLE - სსიპ ქ.თბილისის # 54 და –სსიპ ვლადიმერ კომაროვის   ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლების ნაკრები
  11. TECHNOVISION - ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის  საჯარო სკოლა

ნახევარფინალისტები ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი პროექტების პროტოტიპების შექმნასა და დახვეწაზე. შემოდგომაზე კი ფინალურ ეტაპზე წარდგებიან, სადაც ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და სასწავლო პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში, ხოლო ფინალისტი გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.  

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა