მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მილიონი ლარი შეადგინა

news image
mbc image

2024 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლებია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 10%-ით ნაკლები იყო და სულ 16 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 13.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი. მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო განაწილდა კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა. გამომდინარე იქედან, რომ ComCom-ის ანგარიშები მოიცავს მხოლოდ კომერციული სარეკლამო შემოსავლების ანალიზს, ანგარიშში ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული არ არის.

 

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 2.1 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.2 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 1.6 მილიონს გაუტოლდა. მიმდინარე წლის IIIკვარტალში 1.4 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მილიონით ნაკლებია. უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.8 მილიონი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და 0.8 მილიონს გაუტოლდა. „ჯი-დი-ეს თი-ვი“-იმ 0.6 მილიონი ლარი მიიღო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.1 მილიონით ნაკლებია. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი როგორც გასული წლის III კვარტალში, ისე მიმდინარე წელს, 0.5 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო რაც შეეხება „სილქნეტს“, მათი კომერციული შემოსავლები 0.1 მილიონით გაიზარდა და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა.

 

რადიომაუწყებლების მიერ 2024 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.1% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 9.9% სპონსორობაზე მოდიოდა.

 

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა