2025 წელმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა - კონსტანტინე ზარნაძე
თბილისის საკრებულოს 2025 წლის ბოლო სხდომაზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ 2025 წელი შეაჯამა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელმა და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებამ კიდეც ერთხელ დაადასტურა მმართველი გუნდის მიმართ ხალხის ნდობა.
„ჩვენ ვსაუბრობთ 2025 წელზე, რომელმაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და უტყუარად დაადასტურა ჩვენი გუნდის მიმართ ხალხის უდიდესი ნდობა. ცოტა ხნის წინ დასრულებულმა თვითმმართველობის არჩევნებმა ყველას დაანახა რეალობა: თბილისელებმა მხარი დაუჭირეს არა ცარიელ დაპირებებს, არამედ საქმეს, სტაბილურობას და განვითარებას. ის მაღალი ნდობა, რომელიც ჩვენმა თანაქალაქელებმა გამოგვიცხადეს, არის ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და იმავდროულად, იმის დასტური, რომ ჩვენი აღებული კურსი უალტერნატივოა.
მინდა შევაჯამო 2025 წლის ის ძირითადი შედეგები, რამაც ეს გამარჯვება განაპირობა:
მოსახლეობის დიდი ნდობა მერიისა და გამგეობების მიმართ. მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება როგორც გამგეობებში, ასევე სამაჟორიტარო ბიუროებში, ასევე მერმა დაიწყო ყოველკვირეული შეხვედრები ამომრჩეველთან, რაც ნიშნავს, რომ თვითმმართველობა დგას ჩვენი მოქალაქეების გვერდით. მინდა აღვნიშნო, დედაქალაქში მწვანე სივრცეების გაჩენა, დაახლოებით 700 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება. გამოსაყოფია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. დაახლოებით 13 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებლით. მსგავსი საკითხია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილება“-განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების შედეგებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას და ხალხმა დაინახა, ვინ აშენებს და ვინ ცდილობს პროცესების შეფერხებას.
„2025 წლის არჩევნებში მიღებული მაღალი ლეგიტიმაცია გვაძლევს იმის ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელოთ თბილისის წინსვლა. ჩვენი გამარჯვება – ეს არის ქალაქის გამარჯვება, ეს არის განვითარების გამარჯვება რადიკალიზმზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ ერთი მიზნით: მეტი კეთილდღეობა თითოეულ თბილისელს!“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.