2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა - საქსტატი
2025 წელს საქართველოში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 140 საჯარო და 51 კერძო. 2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 53.7 პროცენტი ქალია, ხოლო 46.3 პროცენტი - კაცი. სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 15.3 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ. თბილისში (40.1%), შემდეგ მოდის აჭარის არ (19.3%), იმერეთი (11.5%), ქვემო ქართლი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4%) და კახეთი (4.1%). 2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7 პროცენტი ქალია, ხოლო 64.3 პროცენტი - კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (50.4%).
2025 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.1 პროცენტი ქალია, ხოლო 52.9 პროცენტი - კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15.0%) პროგრამებზე.
სხვა სიახლეები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
08.09.2026.13:26
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოქმედი კანონმდებლობისა და სემეკის N32 დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბამისად, 2026 წლის აგვისტოში, წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე არსებული დაურეგისტრირებელი მიერთებების აღრიცხვისა და მოწესრიგების პროცესი განახორციელა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას, სისტემაში არსებული დაურეგისტრირებელი ობიექტების იდენტიფიცირებასა და მოწესრიგებას.
მონაცემთა დამუშავების პროცესში გამოვლინდა ტექნიკური და სისტემური ხარვეზები, რის შედეგადაც დაფიქსირდა ცდომილებები და რიგ აბონენტებს არასწორად დაერიცხათ დავალიანება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღიარებს დაშვებულ შეცდომას, მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი ვითარებისთვის.
კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული აბონენტის შემთხვევას. მომხმარებლებს, რომელთაც დავალიანება შეცდომით დაერიცხათ, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით 10 სექტემბერს, დღის ბოლომდე მიეწოდებათ და არასწორად დარიცხული თანხები დაუკორექტირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ ჯივიპის ცხელ ხაზსა და სერვის ცენტრებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უზრუნველყოფს თითოეული საკითხის ინდივიდუალურ, ოპერატიულ განხილვასა და დარიცხული თანხის დაკორექტირებას.