მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 % შეადგინა - საქსტატი

news image
mbc image

2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.

2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს მოდელი უნიკალურია, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულება განაწილებულია 5 უწყებას შორის, კანონმდებლობა უნივერსალურია და ეფუძნება ერთიან პრინციპებს, კოორდინაციას აძლიერებს დღევანდელი პლატფორმაც - ირაკლი ლექვინაძე

19.11.2026.12:07

19 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიება უკვე მეხუთე წელია, ხუთი მარეგულირებელი უწყების: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ. მან აღნიშნა, რომ, წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
,,5 წელიწადში კონფერენციამ 1500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის, 250-ზე მეტ საერთაშორისო დელეგატს - ჯამში 40-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიებაში მონაწილეობენ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD), მსოფლიო ბანკის(WB), ევროკომისიის(EC), მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელის(ICPEN) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ისტორია 30 წლის წინ, პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით დაიწყო. საქართველოს ინსტიტუციური განვითარების გზა გამორჩეულია: 2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა, 2014 წელს კი კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სახით აღდგა. 2023 წლიდან სააგენტოს მანდატი გაფართოვდა და მას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ეწოდა.

საქართველოს მოდელი უნიკალურია, ვინაიდან აღსრულება, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის, განაწილებულია 5 უწყებას შორის, თუმცა კანონმდებლობა უნივერსალურია და ეფუძნება ერთიან პრინციპებსა და მიდგომებს. კოორდინაციას აძლიერებს მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერილი ერთიანი ეროვნული სტრატეგიები და დღევანდელი პლატფორმაც.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში, მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმრები: ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, პორტუგალიის კონკურენციის უწყების საბჭოს ყოფილი წევრი; რემი ლანგი - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი (UNCTAD); იოანის ლიანოსი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი;

19-20 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება 8 პანელური დისკუსია და 2 მთავარი მოხსენება. მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა კონკურენცია სტრატეგიულ ბაზრებზე და რეგულირების ახალი მიდგომები, ონლაინ ბაზრებზე კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, უწყებათაშორისი კოორდინაცია და ეფექტიანი თანამშრომლობა, შერწყმების კონტროლი, ხელოვნური ინტელექტის როლი და გაციფრულების პროექტები.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება სურსათის პროდუქტებზე ფასების შედარების პორტალის - ekalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაციები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა