მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები - ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, დასრულდა ოთხი მოკვლევა, საიდანაც ორში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მიმდინარეობდა 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი. დასრულდა დემპინგის ერთი ქეისის შესწავლა. მომხარებელთა უფლებების კუთხით კი განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა და მოქალაქეებმა 1 მლნ. ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.

GCCA-ის თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით 2025 წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებებით გამოირჩეოდა. დაარსებიდან 12 წლის თავზე, GCCA-იმ გააძლიერა გავლენა შიდა სტრატეგიულ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობა საერთაშორისო პლატფორმებზე.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ოთხი მოკვლევა, მათ შორის, ორ შემთხვევაში დადგინდა ჭარბი ფასი. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ოთხ კომპანიას, ჯამურად, 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტო-ბაზრობას, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა. რიგ ქეისებში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა რეკომენდაციები.

GCCA-ი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის – საწვავის, FMCG-ის, აგროსასუქების/პესტიციდების, თამბაქოსა და სამედიცინო სერვისების მიმართულებით. ანგარიშში წარმოადგენილია შუალედური ანგარიშები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის.

2025 წელს გადაამოწმდა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული კონცენტრაცია და 18-ზე გაიცა თანხმობა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით, მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მოქალაქეებმა წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1 მილიონ ლარი დაიბრუნეს უკან. განაცხადების 70%-მდე ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორი ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისებია. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მომხმარებელთა საჩივრები განიხილება ერთი თვის ვადაში – ყოველგვარი ხარჯის გარეშე.

,,2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ის მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის – ICPEN-ის – პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს აზიარებს. პრეზიდენტობის ფარგლებში, საქართველო 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
GCCA-იმ, გასულ წელს, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწეყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა ასევე საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ის საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით'' - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ერთი კვლევა, რომელიც შეეხებოდა არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება არ იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი.

,,GCCA-თვის წელი აქტიური იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. 2025 წელს GCCA-იმ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, GCCA-იმ წამყვანი და ლიდერის როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია რომ 2026 წელს 30 წელი შესრულდება საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან, ანგარიში წარმოდგენილია ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ წლებში იქნა მიღწეული. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიკულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად" – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია

11.09.2026.21:57

„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.

„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა