მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

2026 წელს სწავლება გახდება უფასო, 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტით

news image
mbc image

საქართველოს განათლების სისტემაში 2026 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. როგორც მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სწავლება უნივერსიტეტებში გახდება უფასო და 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტებით, ასევე ამ წელს დაწყებულია ახალი კვოტირების სისტემა და 3+1 მოდელზე გადასვლა.

„2026 წლის სიახლე იქნება ის, რომ იცით თქვენ - მმართველი პარტიის და მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლება გახდება უფასო. ეს ციფრებში არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის 8-დან 14 000-მდე ჯამურად თუ სტუდენტი ფინანსდებოდა, ახლა უნდა დაფინანსდეს 21 700 - ყველაზე მარტივ ციფრებზე რომ ვილაპარაკოთ. და დაფინანსება იქნება ძველი ლოგიკის მიხედვით 100-პროცენტიანი გრანტის პრინციპით. დაფინანსება იქნება სრულად. პლუს ამას უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ დამატებითი მოთხოვნები ინფრასტრუქტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იგივე სახელფასო ფონდთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე 3+1 მოდელზე გადავდივართ წელსვე. შესაბამისად მისაღებ გამოცდებზე ანკეტა-კითხვარები ამ ლოგიკით არის შევსებული. გარდა ამისა, პირველი კვოტირების ნაწილი რომელიც წელს დავიწყეთ ტესტირება, ამ ნაწილში წელსვე იქნება უკვე ამ მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით კვოტირებების ნაწილი. ყოველწლიურად მოხდება ბაზრის კვლევების დადარება. შესაბამისად გვინდა იცოდეთ, რომ ეს კვლევა არ ყოფილა 5-წლიან პერსპექტივაში მხოლოდ. ჩვენ ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოვახდენთ შესაბამისი ბაზრის კვლევების გადაანგარიშებას და ამ ლოგიკით ვეცდებით, რომ დაახლოებით 2028-2029 წლისთვის მოხდეს ბაზრის კვოტების თანდათან იმ პერიოდამდე მისვლა, სადაც ერთი-ერთზე დავუახლოვდებით. ეს არის ის გარდამავალი პერიოდი, რომელზეც ვგეგმავთ რომ ყოველწლიურ რეჟიმში ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

26.08.2026.21:12

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა - 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა