მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა | TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ავტოინდუსტრია - 9 თვე 2026" აქვყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები.

,,2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ავტოპარკის ძირითად ნაწილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 82.6%-ია.

2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 129.6 ათასი შეადგინა, რაც წლიურად მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა და 6.9 წელი შეადგინა, ხოლო 0-5 წლის ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.

2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი წლიურად, შესაბამისად, 13%-ით და 26%-ით შემცირდა. აღნიშნულზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია შიდა აქციზური გადასახადების ცვლილებამ და რეექსპორტის ძირითად ბაზრებზე ჩინური მწარმოებლების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ. ყირგიზეთი და ყაზახეთი კვლავაც რეექსპორტის მთავარ მიმართულებებად დარჩნენ, თუმცა მათი ერთობლივი წილი 66%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის 9 თვეში 79%-ს შეადგენდა.

2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების პირველ რეგისტრაციებში ელექტრომანქანების წილი, 2025 წლის 5%-თან შედარებით, 9%-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 10 ათასი ელექტრომანქანას შეესაბამება. ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ელექტრომანქანების პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი.

საქართველოში მსუბუქი ელექტრომანქანების ავტოპარკში აშშ-ში წარმოებული ელექტრომანქანები დომინირებს და მთლიანი რაოდენობის 49%-ს შეადგენს. სამეულს კრავს იაპონია და გერმანია, რომელთა წილები, შესაბამისად, 21% და 13%-ია", - წერს TBC Capital.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ26-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.11.2026.10:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ26-კმ40 მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა