მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

2028 წლის 15 სექტემბრისთვის ყველა კლასში იქნება განახლებული სახელმძღვანელო - თამარ მახარაშვილი

news image
mbc image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილი განცხადებით, განათლების სისტემაში კოსმეტიკური ცვლილებები აღარ არის საკმარისი. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  თამარ მახარაშვილმა განმარტა, რეფორმები უნდა განხორციელდეს კომპლექსურად, რაც არსებული პრობლემების ღიად აღიარებასა და მათი სისტემურ გადაჭრას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რასაკვირველია ჩვენი პრემიერ-მინისტრისგან მოდის, რომ არცერთ საკითხში, არცერთ სფეროში და არც განათლება არ არის გამონაკლისი, „სირაქლემას პოზაში“ ყოფნას არ ვაპირებთ.

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, არც იმისი დრო, რომ ფრაგმენტულად რაღაცები კოსმეტიკურად ვაკეთოთ. ამ წლების განმავლობაში, ბევრი რეფორმა გვახსოვს - სულ რეფორმა-რეფორმა, ამას გვეუბნებიან რომ რით ვერ მორჩით ამ რეფორმებს. განათლება იმდენად ერთმანეთზე დამოკიდებულია საფეხურებრივად, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგებზე რითაც მერე იზომება - საერთაშორისო შედეგებია თუ ადგილობრივი კვლევით რა მივიღეთ ამ პოლიტიკებით, ფაქტია რომ ჩვენ დავინახეთ რომ კოსმეტიკური ჩარევები არ არის საკმარისი.

მაშასადამე ძალიან სიღრმისეული კვლევა უდევს საფუძვლად იმას, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ - ის რვა გამოწვევა და რვა ნაბიჯი. ერთმანეთთან ბმაშია. მოდით დავიწყოთ  თითქოს ყველაზე მარტივით - სასკოლო ფორმები. განწყობა და განცდა, რომ მე მივდივარ სკოლაში. ყველაფერს ეს ერთმანეთზე არის ფაზლივით აგებული. რეფორმის მთელ რიგ აქტივობებს, ზოგს 2026 წელსვე ვგეგმავთ და ვნერგავთ, ზოგის შემთხვევაში ორ-სამწლიან რეფორმაზე გესაუბრებით. და  სამ წელიწადში რომ თავი დაადგა ამ ყველაფერს იქნება კოლოსალური მუშაობის შედეგი, მაგრამ ეს შედეგი აუცილებლად დადგება.

სასკოლო ფორმები - კულტურა, რომლითაც ბავშვებს აქვთ განცდა რომ ისინი შედიან სკოლაში, სკოლის კულტურა, დისციპლინა და განწყობა რომ მე მივდივარ სკოლაში, ერთი - ფორმები.

მეორე თემა, ნახეთ - დავიწყოთ იმით რომ შინაარსი ვნახეთ და გადავხედეთ. ამ შინაარსს ძირითად შემთხვევაში ეროვნულ სასწავლო გეგმას ჩვენ ვამტკიცებთ, მაგრამ შემდეგ იცით რომ პირდაპირ სახელმძღვანელოებზე გადავალ - ვაცხადებდით ჩვენ გრიფირებას 20 წლის განმავლობაში თავისუფალი ბაზრის პრინციპით და ჩვენ ამ მიმართულებითაც ჩავატარეთ კვლევა და რა ვნახეთ? ვნახეთ გამოწვევები სერიოზული. დამისახელეთ სახელმძღვანელოთი კმაყოფილი მშობელი. ცოტა რთული ამბავია. კონკრეტულ სახელმძღვანელოებზე არ ვსაუბრობ, ზოგიერთი ავტორი გაგვინაწყენდა კიდეც რომ ჩემს სახელმძღვანელოს რა უპოვეთო. ახლა აქ ჩვენ არა გვაქვს უფლება თითოეულ სახელმძღვანელოზე ვისაუბროთ, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე რომელიც კვლევიდან ამოვიდა.

რა თქვა კვლევამ? კვლევამ თქვა, რომ ერთი საგნის ჭრილშიც კი, მაგალითად, ქართულში, დაწყებითი საფეხურიდან საბოლოო საფეხურამდე ბმა საფეხურებს შორის დარღვეულია. ასევე დარღვეულია საგანთაშორისი ბმაც. არ შეიძლება, რომ ქიმია, ფიზიკა და მსგავსი საგნები ერთმანეთთან კავშირში არ იყოს, ან მათემატიკა იზოლირებულად ისწავლებოდეს - საგანთაშორისი კავშირები დარღვეულია.

და ყველაზე მთავარი - გრიფირება ჩვენ პროცესის დროს შეიძლება სამი წიგნიც კი გასულიყო გრიფირებაში და ქართულის მაგალითად მეხუთე კლასში ან ნებისმიერ კლასში ან ნებისმიერ საგანში გვქონდა სამი სახელმძღვანელო. ვცდილობ თან მოკლედ ვთქვა ეს დიდი პრობლემა, რომელიც სახელმძღვანელოების ნაწილში ჩვენ სერიოზულად დაგვხვდა. და ყველაზე მთავარი იცით რა არის, რომ ბავშვები პირდაპირი გაგებით დასტიროდნენ წიგნებს. წიგნის ენა, ენა რომლითაც სახელმძღვანელოები იყო წარმოდგენილი. ეს მეხუთე კლასელისთვის ან მეშვიდე კლასელისთვის მათ შორის უნდა განსხვავდებოდეს ენაც და ბავშვების თვითშეფასებას ამდაბლებდა რიგ შემთხვევაში - ისეთი რთული ენით იყო გადმოცემული სახელმძღვანელო.

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩათვალეთ რომ ჩვენ ვთქვით, რომ გასაგებია რომ ეს საკითხი უნდა ჩავიბაროთ ჩვენ, მივხედოთ ჩვენ და სამინისტრომ აიღოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა. რეალურად გამოდიოდა რომ გრიფირების დროს, ნახეთ პროცესი გრიფირება რომ წარმოვიდგინოთ, როგორც კი წარადგენდა ვთქვათ ავტორთა ჯგუფი შესაბამის გამომცემლობა ამ სახელმძღვანელოს, იქ ხომ თავისი ვადები და პროცედურები და რეგულაციები ჰქონდა რა თქმა უნდა ამ გრიფირებას. მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს ჰყავდა რეცენზენტები, რეცენზენტი წიგნს ვერ გადაწერდა თავიდან. აძლევდა უკუკავშირს, კომენტარს, მაგრამ შენი უფლებაა ავტორის გინდა გაითვალისწინებ ან არა. და ხშირ შემთხვევაში სამინისტრო ისეთ მდგომარეობაში ხვდებოდა, როცა გადაწყვეტილება უნდა მიეღო - რა ვქნათ, არ არის მაინცდამაინც კარგი კონკრეტული წიგნი, მაგრამ არ გვქონდეს წელს მეათე კლასში მათემატიკის წიგნი? არ გვქონდეს წელს მეცხრე კლასში ქართულის წიგნი? ასეთ მდგომარეობაში ვარდებოდით ხშირად მძევლის პოზიციაშიც კი, რომ რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება მიგვეღო ან არ გვექნებოდა იმ წელს კონკრეტულ კლასში სახელმძღვანელო და ვყოფილიყავით სახელმძღვანელოს გარეშე.

ამდენი გამოწვევა ახლდა სახელმძღვანელოს და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოების კეთება. რეალურად პირველი ვფიქრობთ, რომ პირველი მეშვიდე და მეათე კლასის სახელმძღვანელო უკვე 2026 წელს განახლებული სახელმძღვანელო შევა სკოლაში და 2028 წლის 15 სექტემბრისთვის ყველა კლასში იქნება ამოცვლილი სახელმძღვანელო“, - აცხადებს მინისტრი მოადგილე.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

26.08.2026.21:12

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
უფლებამოსილი პირების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 106 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 112 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა - 5 372 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა