მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

2036 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და სუფთა ენერგიის საიმედო ექსპორტიორი რეგიონსა და ევროპაში - ინგა ფხალაძე

news image
mbc image

"ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველო კონსტრუქციულ როლს ასრულებს ენერგეტიკული ნაკადების სტაბილურობისა და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ აიდერის საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც თურქეთის ქალაქ რიზეში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა მეშვეობითაც საქართველო და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირის ელექტროენერგიის ქსელს დაუკავშირდება. ინგა ფხალაძემ ფორუმის მონაწილეებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმდინარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, ეს პროექტები არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებია, არამედ ენერგიის დივერსიფიკაციის, დეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი რეგიონული მდგრადობის მიმართ საერთო ერთგულებას ასახავენ.

ინგა ფხალაძემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და მთავრობის გრძელვადიან ენერგეტიკულ ხედვაზე, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. „ჩვენს ქვეყანას გააჩნია აუთვისებელი პოტენციალი ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებით. მზად ვართ შევქმნათ გამჭვირვალე და ინვესტორზე ორიენტირებული ჩარჩო, რომელიც მხარს დაუჭერს მდგრად პროექტებს გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების სრული დაცვით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„2036 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და სუფთა ენერგიის საიმედო ექსპორტიორი რეგიონსა და ევროპაში. გვაქვს ამბიციური გეგმა, გავზარდოთ ჯამური დადგმული სიმძლავრე ორნახევარჯერ, რაც გულისხმობს სტრატეგიული ჰესების განვითარებას სისტემის მოქნილობისა და საიმედოობისთვის, ასევე, ქარისა და მზის ფართომასშტაბიან პროექტებს ენერგეტიკის შემდგომი დივერსიფიკაციისთვის," - განაცხადა ინგა ფხალაძემ. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკულ დარგის რეფორმასა და სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

აიდერის ენერგეტიკულ ფორუმზე ინგა ფხალაძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო და კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

13.08.2026.21:49

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.
აღნიშნული განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან,
საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან,
სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა