მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

16.09.2026.13:05

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა