მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი - ღვინის ეროვნული სააგენტო

news image
mbc image

25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი. გადამუშავებული 60 ათასი ტონა ყურძნიდან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო და მკვახე.

მოსავალი 3500 მევენახემ დააბინავა. რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 12 ათას ტონამდე ყურძენი.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითლის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთვლის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შევიმუშავეთ გამოსყიდვის პროგრამა - მოსახლეობას ვთავაზობთ, 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა საბაზრო ღირებულებით მოახდინოს გამოსყიდვა მათი საცხოვრებელი ფართების, რითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით განახორციელონ სხვადასხვა უბნებში, თუ იგივე არეალებში, არაავარიული სახლების შეძენა | გიორგი ტყემალაძე

25.09.2026.12:48

დღეს 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლება ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება.

რაღაც პერიოდის წინ, თქვენ იცით, რომ ხდებოდა ჩვენს ქალაქში ავარიული სახლების გამაგრება. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ახლაც იყოს ერთეული შემთხვევები, რომ რაღაც ამის საჭიროება დგებოდეს, თუმცა ჩვენ აბსოლუტურად ახლებური მიდგომა განვახორციელეთ.

შევიმუშავეთ რამდენიმე წლის წინ ჩანაცვლების წესი, რომელიც ეხება მრავალბინიან კორპუსებს, სახლებს და ვთქვით, რომ ამ სახლების გამაგრების ეფექტურობა არის ნაკლები. ჩვენ ვითანამშრომლეთ კერძო მესაკუთრეებთან, მოსახლეობასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ცოტა მძიმედ დაიწყო, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა.

დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 30-მდე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროცესია. რაღაც რაოდენობა უკვე დასრულებულია, რაღაცა მშენებლობის პროცესია და რაღაცა დაპროექტების პროცესში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ავარიული ფონდი ძალიან მნიშვნელოვნად, ძალიან მინიმალური ურბანული ჩარევით, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მოცულობების ზრდა, ვავითარებთ და ჩვენს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ ავარიული სახლების ნაცვლად ჰქონდეთ შესაძლებლობა ახალ, გარემონტებულ სახლებში ცხოვრების.

აქვე მე მინდა აღვნიშნო და კიდევ მივმართო მათ, რომ მეტი თანამშრომლობა კიდევ. იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ აქ აუცილებლად საჭიროა 100%-ის თანხმობა მესაკუთრეების და რაც უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ჩვენს შორის, კიდევ უფრო მეტ ავარიულ სახლს ჩანაცვლებას შევძლებთ ჩვენ, რომ განვახორციელოთ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევდივართ ბიზნესთან კონკურენციაში და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობასა და ბიზნესს შორის დგება შეთანხმება, ჩვენ ამ პრეფერენციებს ვავრცელებთ უკვე კერძო კომპანიებზე.

ჩვენ ასეთი მაგალითებიც მრავლად გვაქვს ჩვენს დედაქალაქში, რომ კერძო ბიზნესი აკეთებს, ახორციელებს ავარიული სახლების ჩანაცვლებას.

აქვე მნიშვნელოვანი მიმართულება, რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ისტორიულ არეალებში ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თქვენ იცით, რომ ამჟამად მიმდინარეობს სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩის რეაბილიტაციები.

ჯამური ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ლარია და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება, როგორც საინჟინრო კომუნიკაციების თვალსაზრისით, ასევე, რა თქმა უნდა, ავარიული შენობა-ნაგებობების ხშირ შემთხვევაში დემონტაჟი და ახლის მშენებლობა და რაღაც შემთხვევებში - სარეაბილიტაციო, რომლებიც აბსოლუტურად ინარჩუნებენ მის ავთენტურობას.

თქვენ იცით, რომ ამ შემთხვევაში ხშირად არის ძეგლებზეც საუბარი, თუმცა ეს ისტორიული არეალი, ძეგლი თუ არა ძეგლი, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაა და ამ მიმართულებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას.

კიდევ ერთი სიახლე მინდა ამ მიმართულებით: ისტორიულ არეალებში, თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩანაცვლებას არ ვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ ხდება მოცულობების ზრდა, კოეფიციენტები და არის სხვა სიმკაცრე ურბანული განვითარების მიმართულებით.

აქ ჩვენ შევიმუშავეთ გამოსყიდვის პროგრამა და ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ, 100%-ის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა საბაზრო ღირებულებით მოახდინოს გამოსყიდვა მათი საცხოვრებელი ფართების, რითაც მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სურვილის მიხედვით განახორციელონ სხვადასხვა უბნებში, თუ იგივე არეალებში არა, ავარიული სახლების შეძენა.

ამ მიმართულებითაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, შემდგარი ქეისი გვექნება და განვახორციელებთ ამ პროექტსაც წარმატებით, დარწმუნებული ვარ", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა