მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს

news image

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს"

26 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით, თემატური პავილიონებითა და შემეცნებით-გასართობი სივრცეებით ჩართული იქნება საზეიმო ღონისძიებებში, მათ შორის: ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში.

ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თემატური, საბავშვო-გასართობი, შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული ზონებით, სპორტული აქტივობებით და თემატური ინსტალაციებით.

ქუთაისში ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება წარმოდგენილი ინოვაციური სტენდით. სააგენტო გეგმავს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის დრონების დემონსტრირებას.

თელავში განთავსდება ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციები, იქნება შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტოზონა, საბავშვო-გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საზეიმო კონცერტი. ამ სამზადისში აქტიურადაა ჩართული სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციები: საქრუსენერგო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი.

ასევე თელავში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა - მოეწყობა ფოტოზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო-გასართობი სივრცე და ა.შ.

ამბროლაურში სამინისტროს წარმოადგენს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" - აქ ავიაციის თემატიკით მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა, ასევე ინსტალაციები და ფოტოზონა და იმუშავებს საბავშვო-გასართობი სივრცე.

ფოთში წარმოდგენილი იქნება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემია. გამოფენილი იქნება ინსტალაციები საზღვაო თემაზე (გემი, შუქურა), წარმოდგენილი იქნება გემის კოსტიუმირებული პერსონალი. მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საგამოფენო სივრცე, ფოტოზონა და საბავშვო-გასართობი სივრცე მასტერკლასებით და თამაშებით.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საქართველოს რკინიგზის აქტივობები, მათ შორის, მგზავრებთან გათამაშდება საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინა, 17:10 საათზე კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება რკინიგზის სადგურებზე და მატარებლებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა l თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად

25.05.2026.14:34

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თიბისი ტრადიციულად გამორჩეული კამპანიით აღნიშნავს და საზოგადოებას მთავარ გზავნილს უზიარებს - დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა 1992 წელს - ბრენდი, რომლის ისტორია ქვეყნის თანამედროვე განვითარების გზას მიჰყვება და დამოუკიდებლობის იდეას საკუთარ საქმიანობაში, ინიციატივებში და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაში ხედავს.

თიბისისთვის დამოუკიდებლობის იდეა ყოველთვის იყო ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილი - რწმენა, რომ ქვეყნის განვითარებას ის ადამიანები ქმნიან, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების, იდეებისა და მომავლის სჯერათ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო თიბისი უკვე 33 წელია ქმნის ბიზნესის, ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ გამოცდილებას, რომლებიც ადამიანებს უმარტივებს ყოველდღიურობას, ეხმარება მიზნების მიღწევაში და აძლიერებს რწმენას, რომ დამოუკიდებლობა პირადი გადაწყვეტილებით იწყება.

„26 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან თიბისი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად შეიქმნა და განვითარდა. ეს დღე არის მუდმივი შეხსენება, რომ დამოუკიდებლობა ყოველდღიური არჩევანია - გჯეროდეს საკუთარი თავის, შენი საქმის და ქვეყნის მომავლის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

წლების განმავლობაში, თიბისი 26 მაისს არაერთი შთამაგონებელი კამპანიით აღნიშნავდა იქნებოდა ეს ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, „დამოუკიდებლობის სკოლა“, „გმირები“, „მომავალი ჩვენია”, „დამოუკიდებლობა იწყება შენით”, „ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა“ და სხვა დასამახსოვრებელი კამპანიები, რომლებიც ადამიანებს ახსნებს, რომ დამოუკიდებლობა საკუთარ თავში დაჯერება, პასუხისმგებლობა, არჩევანი და გადაწყვეტილებაა. თიბისის წლევანდელი კამპანია ამ ამბის გაგრძელებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა