მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.

ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.

ღონისძიება 11:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: ავიაციის თემატიკის შემეცნებით სტენდს, საბავშვო და გასართობ სივრცეებს, მათ შორის სასრიალო თვითმფრინავსა და პინგპონგის აქტივობას, ასევე სიმულაციურ გამოცდილებას თვითმფრინავში, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მოეწყობა ფოტო ზონა და ბრენდირებული ფოტოჯიხური, ხოლო დღის განმავლობაში გაიმართება მასტერკლასები - ორიგამი, ლეგოების აწყობა და თვითმფრინავების მოდელების შექმნა, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ამბროლაურის შერჩევა მისი სტრატეგიული მნიშვნელობით არის განპირობებული, რადგან ქალაქში მდებარეობს ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ავიაციის განვითარებაში.

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულ კონცეფციას ეფუძნება - წელს ასევე აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე, შესაბამისად, ღონისძიებების საერთო გზავნილია: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს,“ რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ როლს და სულიერი ერთიანობის მნიშვნელობას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 500-ზე მეტი ნერგი დარგეს

29.10.2026.17:48

გამწვანების ღონისძიებები სამტრედიაში, ხონში, წყალტუბოში, სენაკსა და აბაშაში გაიმართა.ჯამში, 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში 16 500-ზე მეტი ნერგი დაირგო.პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა — https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა. პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა