მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი - შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის | კახა კალაძე

news image
mbc image

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძე ერთად მოინახულა.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა უწყების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაშავებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მალე გაეწერებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს.

„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ - პოლონეთის საელჩო საქართველოში

20.11.2026.15:06

საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. დაშავებულებს ვუსურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე დროს თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა