29 ივლისს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ოთხშაბათს, 29 ივლისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.
სხვა სიახლეები
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, დღეს საჯარო-კერძო დიალოგის
ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედა გაიმართება
27.07.2026.09:18
საქართველოს მთავრობისა და ა(ა)იპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ (ICCA) თანაორგანიზებით, 27 ივლისს 2026 გაიმართება საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა. მთავარი თემაა ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკვანძო საკითხები:
• 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები ზოგად ჭრილში;
• ფასთან ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა;
• სამშენებლო რესურსების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები;
• სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო
საბაზრო ღირებულებები;
• 2026 წლის 1 ივნისის 241-ე დადგენილებით გათვალისწინებული დანარიცხების
განსაზღვრის წესი.
ღონისძიებას გახსნიან და სიტყვით გამოვლენ:
• ლევან ჟორჟოლიანი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
• რევაზ სოხაძე - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი;
• გურამ დუმბაძე - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი;
• ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის
აღმასრულებელი დირექტორი;
• სალომე წურწუმია - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
• გიორგი მურვანიძე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი.