3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, 2026 წლის 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.
მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17.06.2026.09:31
17 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც მზეა, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზეა, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან. დღისით +22 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზეა, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.