3 და 4 მაისს ბათუმობა გაიმართება
ბათუმობა 2025 წლის 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები.
სპეციალურად განთავსებულ დახლებსა და ჯიხურებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე.
4 მაისს, საზეიმო ვითარებაში გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება.
ბათუმობა 2025 საზეიმო გალაკონცერტით დასრულდება.
3 მაისი
12:00 - სასულე ორკესტრი
13:00 - ქალთა აკადემიური კამერული გუნდი
14:00 - ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი
15:30 - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 - ეთნოფოლკ როკ ანსამბლი „ჯეო პლანეტი“
18:00 - ქალთა ვოკალური ანსამბლი / ტრიო "გოგლაურა"
19:30 - ქართული ფოლკლორის კონცერტი, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ & ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი
21:00 - კახაბერი და ხანუმები
4 მაისი
15:30 - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 - საპატიო ბათუმელების დაჯილდოება - ღონისძიების წამყვანი ბერდია კუტუბიძე
19:00 - გალა კონცერტი - საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე
სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქალთა კამერული გუნდი, მორის მელაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე, რუსა თავართქილაძე, თათია კობალაძე, თამუნა მიქელაძე, ნონა კორიფაძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, ბათუმური კვინტეტი, სოფო ხალვაში & ბათუმური კვინტეტი.
სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება - ალექსანდრე დარახველიძე
26.08.2026.14:02
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.
მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.