30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.
შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სხვა სიახლეები
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ
29.07.2026.20:55
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების 20 წარმომადგენელი ეწვია. ინფო ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
ტურის მონაწილეებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ტექნოჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომლის კონცეფცია თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.
ქუთაისსა და იმერეთის მხარეში ინფო ტურის მონაწილეები ადგილობრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მიღებული ინფორმაცია მათ მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის შეთავაზებაში.