მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოსახლეობასა და ავტომობილების მძღოლებს შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის და მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკი შპს “მამედის” მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

06.07.2026.17:58

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

სემეკი აცხადებს, რომ შპს “მამედის” მიერ მოსახლეობისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, თითქოს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან ბუნებრივი გაზის გადასახადს მოსახლეობა მიიღებს კომერციული ტარიფით (1.29 ლარი/კუბ.მ) არის სრული სიცრუე და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივი გაზის გადასახადს გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, 47 თეთრი.მ.კუბ (დღგ-ს ჩათვლით).

სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ საზოგადოებას, შპს “მამედის” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აქვე, სემეკი განმარტავს, რომ შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად, სემეკის მიერ მოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფით (47 თეთრი/კუბ.მ).

გაზგამანაწილებელი კომპანიის “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს “მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას. ამასთანავე, მიუხედავად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა