6,9 მლნ ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის - რას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის მიმდებარედ მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 6 887 204 ლარის დახარჯვას აპირებს.
დეპარტამენტის მიერ მწვანე ყვავილას ქუჩის მიმდებარედ რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 1-ელ ნოემბერს სრულდება.
საპროექტო მონაკვეთი იწყება მდ.რიონის კაშხლიდან და გრძლედება დინების მიმართულებით, საშუალოდ 600მ-ზე. საპროექტო უბანი მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში.
საპროექტო მონაკვეთზე მდინარის მარცხენა ნაპირი განაშენიანებული და დასახლებულია და რელიეფური თვალსაზრისით წარმოადგენს მთის ფერდს გამოკვეთილი ქანობით. მარცხენა ნაპირის ქანობი მკვედრად ცვალებადია მდინარის გასწვრივ. მარჯვენა ნაპირი, რელიეფური თვალსაზრისით წარმოადგენს მდინარე რიონის პორველ ტერასას, რომელიც განაშენიანებული არ არის.
სატენდერო წინადადებების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს შემდეგი სამუშაოები: კალაპოტის გაჭრა ბულდოზერით, გრუნტის 20 მ-ზე გადაადგილებით, ქვიშა-ხრეშოვანი გრუნით ყრილის მოწყობა (შრეებად დატკეპნით) და დროებითი ტექნოლოგიური გზის
მოხრეშვა, შემდგომში დაშლით ბულდოზერით 20 მ-ზე გადაადგილებით ექსკავატორით დატვირთვით და
ნაყარში გატანით, მდინარის კალაპოტში ფონში გადასასვლელის მოწყობა ბულდოზერით გრუნტის 20 მ-ზე გადაადგილებით, ჯებირის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით და ვულკანური წარმოშობის ქანებით, შემდგომში დაშლით, მონოლითური რკ-ბეტონის ნაპირდამცავი კედლის მოწყობა ჰიდროიზოლაციით, დრენაჟით და უკუყრილით, ქვანაყარი ბერმის მოწყობა ვულკანური წარმოშობის კლდოვანი ლოდებით, მონოლითური რკ-ბეტონის კიბის მოწყობა, ჰიდროიზოლაციით, მონოლითური რკ-ბეტონის მილის მოწყობა ჰიდროიზოლაციით, მონოლითური რკ-ბეტონის ჭის მოწყობა, ჰიდროიზოლაციით.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გადაცემული
დეტალური პროექტის შესაბამისად, ან საკუთარი ხარჯებით მოამზადოს ალტერნატიული დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.